Tuesday, April 19, 2011

სახეობები

ნემსთევზასნაირნი, კონალაყუჩნაირნი (Syngnathiformes ან Lophobranchii), წვრილი ძვლოვანი თევზების რიგი. აქვთ მილისებრი დინგი. ბინადრობენ მსოფლიო ოკეანის ტროპუკულ და სუბტროპიკულ წყლებში, ზოგი — ზომიერად თბლის წყლებში. რიგში 6 ოჯახია, რომელთაგან საქართველოში გვხვდება მხოლოდ ნემსთევზასებრნი (Syngnathidae). ოჯახში 50-მდე გვარია. ოჯახში შემავალი სახეობები გავრცელებულია შავ, აზოვის, კასპიის, ბალტიისა და იაპონიის ზღვებში. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროებში ყველგანაა. ტოფობენ გაზაფხულ-ზაფხულში. დედალი ქვირითს ყრის მამლის გამოსაჩეკ კამერაში. სარეწაო მნიშვნელობა არა აქვთ.
ნიჩაბფეხიანები (Copepoda), უხერხემლო ცხოველების რიგი კიბოსნაირთა კლასისა. მათი სხეულის სიგრძე 0,1-13 მმ აღწევს. წყლის სიზრქეში მცხოვრებ ნიჩაბფეხიანებისთვის დამახასიათებელია ძალზე განვითარებული კიდურები, რომელთაც გრძელი ჯაგრები აქვთ. ფსკერზე მცხოვრები ნიჩაბფეხიანების სხეული გაბრტყელებულია, კიდურები — მოკლეა. პარაზიტული ნიჩაბფეხიანების სხეული, მათი ცხოვრების ნირის შესაბამისად, ძალზე შეცვლილია. შეფერილობა სხვადასხვაგვარია. გავრცელებული არიან ყველგან, ბინადრობენ ზღვასა და მტკნარ წყლებში. ზღვაში ისინი პლანქტონის 90%-ს შეადგენენ. ნიჩაბფეხიანების სახეობები მრავალი სარეწაო თევზის (ქაშაყი, სარდინი, ქამსა და სხვა) და თითქმის ყველა თევზის ლიფსიტის, აგრეთვე უკბილო ვეშაპების საკვებია, ზოგი ჭიის (თასმისებური და მრგვალი ჭიები) შუალედური მასპინძელია. ზღვის ზოგიერთი ნიჩაბფეხიანები ჭიების, ასციდიების, თევზების და ვეშაპების პარაზიტებია, მტკნარი წყლის ნიჩაბფეხიანები კი — თევზებისა, იმდენად, რომ ზოგჯერ მათ მასობრივ დაღუპვასაც იწვევენ.
'
?მურწა
Barbus mursa
Barbus mursa
კლასიფიკაცია
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძვლოვანი თევზები
რიგი: კობრისმაგვარნი
ოჯახი: კობრისებრნი
გვარი: წვერა
სახეობა: B. mursa
ბინომიალური ნომენკლატურა
Barbus mursa
(Güldenstädt,1773)
საქართველოში გავრცელებული მსგავსი სახეობები
მურწა, (ლათ. Barbus mursa), კობრისებრთა ოჯახის წარმომადგენელია (შუა ქართლში ციმორი ჰქვია). ბინადრობს მტკნარ წყალში. გამოირჩევა სხეულის წაგრძელებული ფორმით, რომელიც სიგრძეში 40 სანტიმეტრს აღწევს. მასა 0,5 კგ აღწევს. სხეული წაგრძელებულია, თითისტარისებრი. დაფარულია წვრილი ქერცლით. აქვს ქვედა პირი, პატარა თვალები, 2 წყვილი ულვაში.

გავრცელება 

მურწა ძირითადად კასპიის ზღვის და ნამაკის ტბის აუზის მდინარეებში გავრცელებულია - მტკვარში, არაქსი და სეფიდრუდში. თევზის გავრცელების გეოგრაფია შემდეგი ქვეყნებით განისაზღვრება - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და ირანი. ზოგიერთი წყაროს მონაცემით მურწა ასევე გვხვდება ზამბიაში, ანგოლასა და აშშ-ს შტატ ჯორჯიაში. საქართველოში ბინადრობს მტკვრის აუზში, მთელ სიგრძეზე, მდინარეებში: ხრამში, არაგვში, ქსანში, ლიახვში, ალაზანში, იორში და სხვა მდინარეებში. მურწა ამიერკავკასიის ენდემია. იკვებება მწერებით და მათი მატლებით, კიბოსნაირებით და სხვა. სქესობრივად მწიფდება 2-3 წლისა. ტოფობს მაის-ივნისში. სპორტული ჭერის კარგი ობიექტია. ძვირფასი თევზია. რაოდენობის სიმცირის გამო ნაკლები სარეწაო მნიშვნელობა აქვს.

წვერა, (ლათ. Barbus barbus), კობრისებრთა ოჯახის წარმომადგენელი და იგივე სახელწოდების მქონე გვარის (წვერა ) ყველაზე გავრცელებული თევზის სახეობაა. ევროპაში ხშირად მირონს (მარენას) უწოდებენ, ასევე ჩვეულებრივ წვერას, ბარბს და ა.შ. გააჩნია ასევე მრავალი ქვესახეობა. წვერა ძირითადად მტკნარ წყალში ბინადრობს და მეტად მგრძობიარეა როგორც მისი დაბინძურების, ისე ტემპერატურისმი; მსოფლოს ბევრ რეგიონში ეკოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო ეს სახეობა გადაშენების ზღვარზე იმყოფება. ამის თავიდან ასაცილებლად წვერა რამდენიმე სახელმწიფოს წითელ წიგნშია შეტანილი. ზოგადად კი (ჩვეულებრივი) წვერა თითქმის მთელ მსოფლიოში არის გავრცელებული — კანადის ტბებით დაწყებული ჩინეთით დამთავრებული.წვერა თითქმის მთელ მსოფლიოში არის გავრცელებული. გამონაკლისს მხოლოდ სამრეთ ამერიკის კონტინენტი და ავსტრალია წარმოადგენენ. ჩვეულებრივი წვერა ბინადრობს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ესპანეთის, პორტუგალიის და იტალიის გარდა, სადაც მხოლოდ მისი ქვესახეობები გვხვდებიან.
ჩვეულებრივი წვერა ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილის ქვეყნებში არის გავრცელებული. მათ რიცხვს არ მიეკუთვნებიან ამიერკავკასიის სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო.
თევზი ქვა - ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი და მახინჯი არსება წყალქვეშა სამყაროს წარმომადგენელთა შორის. ის მხოლოდ 15-20 სანტიმეტრია. აქვს უცნაური დიდი თავი, პატარა თვალებითა და დიდი პირით. მისი შხამი ადამიანისთვის სახიფათოა, არის შემთხვევები როცა ამ თევზს ადამიანი 1 საათის ან რამდენიმე წუთის შემდეგაც მოუკლავს.

No comments:

Post a Comment